მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
დინდგელის 30% სპირტიანი ექსტრაქტი

   პარასამკურნალო საშუალება


 

დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი
 
Extractum Propolisi Spirituosum

 

გამოყენების ინსტრუქცია

 

შემადგენლობა 20 მლ-ზე:
დინდგელი - 6,0 გ; ეთილის სპირტი -  20 მლ-მდე.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.


 
ჩვენება:


• კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები;
• ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
• მიკოზი;
• ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;
• პროსტატიტი.

 

უკუჩვენება:


• ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
• მწვავე ეგზემა.
                

მიღების წესი და დოზირება:
კანის საფარის ზედაპირული დაზიანების დროს: ჭრილობაზე ადებენ დინდგელის ექსტრაქტში დასველებულ ტამპონს 1-3-ჯერ დღეში.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს: დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ 1:10-ზე განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით დღეში 2-ჯერ. 
ქრონიკული ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: ნუშისებურ ჯირკვლებზე უსვამენ დინდგელის ექსტრაქტს 1-2-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში. ქრონიკული ტონზილიტის დროს: ექსტრაქტს, წყლიანი ხსნარის (1:20 განზავებით) სახით, იყენებენ საინჰალაციოდ _ 1-2 ინჰალაცია დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
ჰაიმორიტის დროს: ატარებენ ღრუების გამორეცხვას 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (დინდგელის ექსტრაქტი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან 1:10 განზავებით).
ფურუნკულოზის დროს: 1:10 განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს.
პაროდონტოზის დროს: დინდგელის ექსტრაქტი ღრმა კიურეტაჟის შემდეგ შეაქვთ პაროდონტულ უბეებში 5 წუთით.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ჭრილობების დროს: დინდგელის ექსტრაქტს (15 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში) იყენებენ გამოსავლებად 4-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
ბრონქიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატიტის დროს: 30-40მლ თბილ წყალში გახსნილი 15-20წვეთი ექსტრაქტი მიიღება დღეში 2-3 ჯერ საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე.
             
გვერდითი მოვლენები: დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
                                
გამოშვების ფორმა:
20, 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში.
 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III- გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved