მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ევკალიპტი + C #20 ტაბ
 
პარასამკურნალო საშუალება
,,ევკალიპტი +C ''
" eucalipty + C"
ტაბლეტები

 

პარასამკურნალო საშუალება შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.

შემადგენლობა:
ევკალიპტის ზეთი - 6მგ,
მენთოლი  - 5მგ,
ასკორბინის მჟავა  - 20მგ,
                         
დამხმარე ნივთიერებები:  შაქარი; სორბიტი; ტალკი; კალციუმის ან მაგნიუმის  სტეარატი; აეროსილი; ყავისფერი პიგმენტი.

                          

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდური, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.

 

გამოყენების ჩვენება:
გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი საშუალება. 

  • პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა).
  • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).

 

უკუჩვენება:
ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.

 

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში: 8 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.

 

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსი არ აღემატება 5 დღეს.

 

გამოშვების ფორმა:
10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერზე. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 
3 წელი.

შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე

გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved