მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ევკალიპტის ნაყენი 50მლ
  

 

პარასამკურნალო საშუალება
,,ევკალიპტის  ნაყენი''
,,Tinctura Eucalypti"

 

 

მომზადებულია ევკალიპტის ფოთლებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.


შემადგენლობა:           
ევკალიპტის ფოთლები ; ეთილის სპირტი 70%.

             

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ოქროსფერ სტაფილოკოკზე, ეშერიხიაზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზენტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.

 

ჩვენება

  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
  • სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
  • ლარინგიტი, ფარინგიტი,  ტრაქეიტი, ბრონქიტი.

 

 

უკუჩვენება:
არ არის დადგენილი.

 

გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.

 

მიღების წესი და დოზირება
პერორულად: 15-30 წვეთი 3-4- ჯერ დღეში.
გამოსავლებად: 10-15 წვეთი 1 ჭიქა წყალზე.

გამოშვების ფორმა
50 მლ ნაყენი ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის  ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის წესი: მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved