მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ფიტომინი #20 კაფს
 კომბინირებული პარასამკურნალო საშუალება 


წამლის ფორმა: კაფსულები.

შემადგენლობა: გ/1 კაფს.
გააქტივებული კლინოპტილოლითი  – 0,3 გ
ალოეს მშრალი ექსტრაქტი          - 0,05 გ
ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) მშრალი ექსტრაქტი  - 0,05 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
,,ფიტომინი” წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ოქსიდორედუქტორულ პრეპარატს და ასტიმულირებს ორგანიზმის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას. მის შემადგენლობაში შემავალი გააქტივებული ბუნებრივი მინერალი ცეოლითი (კლინოპტილოლითი) უშუალოდ მოქმედებს უჯრედის მემბრანაზე, როგორც ელექტრონების ზედაპირულ-აქტიური დონორი.

ჩვენება:
•    ორგანიზმის იმუნური სიტემის ფუნქციური მდგომარეობის დაქვეითება და გადაღლილობა;
•    ინტოქსიკაცია, მათ შორის საკვებით, მძიმე მეტალებითა და შხამ-ქიმიკატებით მოწამვლა;
•    ალერგიული დაავადებები;
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ჰეპატიტები.
•    ქალთა და მამაკაცთა წინა და კლიმაქტერული პერიოდის ნერვული ცვლილებები და შრომისუნარიანობის დაქვეითება;
•    აუმჯობესებს სტანდარტული მკურნალობის შედეგებს;
•    რეკომენდებულია, როგორც დამხმარე საშუალება მძიმე და ქრონიკული დაავადებებისას რეაბილიტაციისთვის.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად: მოზრდილებში 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
ბავშვებში: თითო კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
მოწამვლისას – 4-4 კაფსულა 3-4-ჯერ დღეში.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
    
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე,
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
                          
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვა: სინათლისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.


"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved