მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
კბილის წვეთები 25მლ
   

 

პარასამკურნალო საშუალება
,,კბილის წვეთები''
,,Guttae odontagicae''

 


შემადგენლობა:
პიტნის ზეთი, ქაფური, ეთილის სპირტი 95%, კატაბალახას ნაყენი.
პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა  კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი _ მენთოლი აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.


ჩვენება:

  •  კბილის ტკივილი;
  •  კარიესი.

 

უკუჩვენება:
კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.


მიღების წესი და დოზირება:
5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით.


გამოშვების ფორმა:
15, 25 მლ ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში.


ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.


შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved