მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
კორდიამინი 25% 25მლ წვ
  

სამკურნალო საშუალება
კორდიამინი
Cordiaminum

შიგნით მისაღები წვეთები


შემადგენლობა: ნიკოტინმჟავას დიეთილამიდი _ 6,25 გ ან 3,75 გ
გამოხდილი წყალი  25 მლ-მდე. 



ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აღაგზნებს სუნთქვით და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს, აქვს პირდაპირი მასტიმულირებელი მოქმედება გულზე და არ ავლენს სისხლძარღვთა შემავიწროებელ ეფექტს. ზრდის არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულის მუშაობას.



ჩვენება:


• გულ-სისხლძარღვთა მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
• ასფიქსია და ახალშობილთა ასფიქსია.
• კოლაფსი;
• შოკური მდომარეობა;
• ჰიპოტენზია;
• ზოგჯერ საძილე, ნარკოტიკული და ანალგეტიკური ნივთიერებებით მოწამვლა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ კრუნჩხვითი მოვლენების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს ანზავებენ მცირე რაოდენობის წყალში და იღებენ ჭამის წინ; მოზრდილებში: 15-40 წვეთი ერთ მიღებაზე 2-3 ჯერ დღეში. ბავშვებში: ერთ მიღებაზე ინიშნება იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი.

გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კრუნჩხვითი მოვლენები.

შეფუთვა:
25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვა: სინათლისაგან დაცულ ადგილას, 8-15°C ტემპერატურის პირობებში.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved