მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეობეიბი 25 მლ
  

ნეობეიბი

Neobaby
წვეთები

 

შემადგენლობა: გვირილას ყვავილები; პიტნის ფოთლები; კვლიავის ნაყოფები; კატაბალახას ფესურა ფესვებით; კამის ნაყოფები; 70% ეთილის სპირტი;   გამოხდილი წყალი.

პრეპარატში გამოყენებული მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა  კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, ვალეპოტ¬რიატებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლმომარაგებას და ნაწლავების პერისტალტიკას. ამცირებს დუღილის პროცესებს, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას, აქვს ნაღვლმდენი  და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აუმჯობესებს მადას.

ჩვენება:

  •  მარტივი დისპეფსია (მეტეორიზმი);
  • კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  სეკრეციული და მოტორული ფუქციის მოშლა (სპასტიური კოლიტი, ნაწლავის კოლიკები);
  •  ანთებითი პროცესები (ენტეროკოლიტი, კოლიტი);
  •  ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა.

მიღების წესი და დოზირება: პერორულად: მოზრდილებში: 25_30 წვეთი 3_ჯერ დღეში.
ბავშვებში: 0-დან 3 თვემდე 4_5 წვეთი, 3-დან 6 თვემდე 6_8 წვეთი, 6-დან 12 თვემდე  9_11 წვეთი, 1_დან 6 წლამდე _ 12_15 წვეთი, 6_დან 15 წლამდე 16_20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიღების წინ უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.
შენიშვნა: პრეპარატი ხმარების წინ შეანჯღრიეთ!
გამოშვების ფორმა:  25მლ  ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში პოლიეთილენის   საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით, ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:     ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:    2 წელი.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved