მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეორუბინი #20 კაფს
  
წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა:
ენდროს ძირები     - 347,5 მგ;
Rhizomata at radices Rubiae.
გვირილას ზეთი     - 3,475 მგ;

Oleum Matricariae.

ასკილის მშრალი  ექსტრაქტი  - 69 მგ

Extractum Rosae siccum.

პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ოქსი- და ოქსიმეთილანტრაქინონებს და მათ გლიკოზიდებს (რუბერითრინის მჟავა, ალიზარინი), ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ხამაზულენს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს აქვს დიურეზული, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და თირკმლის კენჭების (კალციუმისა და მაგნიუმის ოქსალატები და ფოსფატები) გაფხვიერება-დაშლას, აძლიერებს თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთების შეკუმშვას, კენჭის მოძრაობას საშარდე გზებში და მათ გარეთ გამოყოფას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. პრეპარატში შემავალი ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმში მიდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენება:
•    თირკმელ-კენჭოვანი დაავადება;
•    ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;
•    პოდაგრა.

უკუჩვენება:
•    მწვავე და ქრონიკული გლუმერულონეფრიტი;
•    თირკმლების უკმარისობა.
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების  მიმართ.

მიღების წესი  და დოზირება:
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 2-3 კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ. მკურნალობის კურსი 20-30 დღე. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს 4-6 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

შენიშვნა: ნეორუბინის კაფსულების ხმარებისას შარდი იღებს წითელ ფერს (ალიზარინისა და რუბერეთრინის მჟავის შემცველობის გამო).

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.

ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ყურადღების კონცენტრირებასა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: არ არის შესწავლილი.

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე. 2 ბლისტერი თავსდება  მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება 18-25ºС ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილზე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved