მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოქონდრი # 30 ტაბ
 

 ნეოქონდრის ტაბლეტები

 

Tabulettae Neoqondri
ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

 

შემადგენლობა: ნეოქონდრის სქელი ექსტრაქტი, რომელიც მზადდება წყლის მარწყვაბალახას ფესურებისა და ფესვების; ოროვანდის ფესვების; შავი მოცხარის ფოთლების საფუძველზე.

 

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის კარბონატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამა-ყუჩებელი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი მოქმედება. ხსნის სახსრების ტკივილსა და შეშუპებას, აწესრიგებს მინერალურ ცვლას, ახდენს მასენსიბილიზებელ და ზოგადგამაძლიერებელ მოქმედებას. 

 

ჩვენება: ართრიტები (ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული), პოდაგრა, რევმატიზმი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ძვლებისა და სახსრების დაზიანებები და ტრავმები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა (მუდმივი ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში და სპორტსმენებში), მინერალური ცვლის დარღვევა.

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

 

მიღების წესი და დოზირება: გამოხატული ეფექტი მიიღება მხოლოდ მკურნალობის კურსის ჩატარებისას. მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 ტაბლეტი  2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 25-30 დღე.

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი კოლოფში.
 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved