მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
სალბი+C #20 ტაბ
   

 

,,სალბი + C” 
,,Salvia+ C’’ 
 ტაბლეტები

 

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
სალბის ექსტრაქტი; სალბის ზეთი; ასკორბინის მჟავა;
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, შაქარი, სორბიტი, ტალკი, კალციუმის  ან მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი, ყავისფერი საღებავი.                            
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (15% ცინეოლი), მთრიმლავ ნივთიერებებს, ტრიტერპენულ მჟავებს (ურსოლის და ოლეანის).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ამოსახველებელი მოქმედება.

 

ჩვენება:
გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება. 

  • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ფარინგიტი, ბრონქიტი,
ლარინგიტი, ტონზილიტი და სხვა).
  •  პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (სტომატიტი, გინგივიტი, კბილის  ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა). 

 

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე  კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
პერორულად: თითო ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთჯერ ჩასაწუწნად, დაღეჭვის გარეშე.

შეფუთვა:
10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერში. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

შენახვა:  მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved