მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ვალოსედი 0,05გ №40 ტაბ
სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონური საშუალება

წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: ვალოსედის მშრალი ექსტრაქტი - 0,05გ (კატაბალახას ფესურა და ფესვები - 3 წილი, შავბალახას ბალახი - 3 წილი, პიტნის ფოთლები - 2 წილი, ბარამბოს ბალახი - 2 წილი, სვიის გირჩები - 1 წილი, კუნელის ყვავილები - 1 წილი);
დამხმარე სუბსტანციები: მაგნიუმის ფუძე კარბონატი, ტალკი, სახამებელი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის კარბონატი, საქაროზა, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი, ცისფერი პიგმენტი.
ვალოსედი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (ბორნეოლ იზოვალერიანატი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა, მენთოლი), ვალეპოტრიატებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი) ტრიტერპენულ საპონინებს, ვიტამინებს, ტანინებს, მწარე გლიკოზიდებს, ლუპულინს, ჰუმულონს, ლუპულონს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს გააჩნია სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სალურეზული მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ამცირებს სპონტანური მოქმედების აქტივობას, ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლდენას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, პერისტალტიკას. ხელს უწყობს ცხიმებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციას.

ჩვენება:
•    სხვადასხვა ფორმის ნევროზები, მათს შორის - კლიმაქტერული ნევროზი;
•    აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
•    შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები;
•    ნეიროგენული არითმიები;
•    ჰიპერტონული დაავადება (I, II სტადია);
•    ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
•    კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევები;
•    მეტეორიზმი, გულისრევა;

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გაზრდილი დოზებით ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის დროს ვალოსედის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არსებობს სათანადო კვლევები ვალოსედის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.    
   
გამოშვების ფორმა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.  

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: მშრალ, გრილ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved