მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ლევომიცეტინი #10 ტაბ
ლევომიციტინი

 

 LEVOMYCETIN

 

შემადგენლობა:  ლევომიცეტინი - 0,5გ.

სახამებელი; პოლივინილპიროლიდონი; კალციუმის სტეარატი     ; ტალკი.                        

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ეფექტურია ბევრი გრამდადებითი და გრაუარყოფითი ბაქტერიებთან მიმართებაში, რიკეციების,   და ზოგიერთი მსხვილი ვირუსებისადმი. მოქმედებს იმ ბაქტერიების შტამებზე, რომლებიც მდგრადია პენიცინილის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდებისადმი. ჩვეულებრივ დოზებში მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად. ანტიმიკრობული მექანიზმი დაკავშირებული მიკროორგანიზმების ცილები სინთეზის დარღვევასთან.

    

ჩვენება:

გამოიყენება მუცლის ტიფის, პარატიფის, სალმონელოზების გენერალიზებული ფორმებისას, ბრუცელოზის, ყივანახველას, ტულარემიის, მენინგიტის, რიკეციოზემის, ქლამიდიოზემიისას. სხვა ეთიოლოგიის ინფექციური პროცესებისას, რომელიც გამოწვეულია ლევომიცეტინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, პრეპარატი გამოიყენება სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატების არაეფექტურობისას.

 

უკუჩვენება:

    სისხლწარმოქმნის დათრგუნვისას;

  პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;

  კანის დაავადებები (ფსორიაზი ეგზემა, სოკოვანი დაზიანება);

  ორსულები, ახალშობილები.

 

 

გვერდითი მოვლენები:

ლევომიცეტინმა შეიძლება მოახდინოს ტოქსიკური გავლენა სისხლწარმომქმნელ სისტემაზე,(დიდი დოზებით გამოყენებისას). ადრეულ ასაკის ბავშვებში ლევომიცეტინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვა, დისბაქტერიოზი, მეორადი სოკოვანი ინფექციები. Dისპეპსიული მოვლენებია(გულის რევა, ღებინება, დიარეა.) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გამონაყარი კანზე, დერმატემა და უკანა ტანზე გამონაყარი და გაღიზიანება.

 

მიღების წესი და დოზირება: ინიშნება პერორალურად (ჭამამდე 30წთ-ით ადრე, თუ ადგილი აქვს გულისრევებს ან ღებინებებს, ჭამიდან 1 საათის შემდეგ)  მოზარდებისთვის 0.25-0.5 გ, დღიური დოზა 2გ, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში (მუცლის ტიფი, პერიტონიტის) შეიძლება დაინიშნოს 4გ-მდე დღეღამეში (ექიმის ზედამხედველობის, სისხლის და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ). ბავშვებში 3 წლამდე ერთჯერადი დოზა 10-15მგ/კგ, 3-დან 8 წლამდე 0.15-0.2გ, 8 წლის ზემოთ 0.2-0.3გ 3-4-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსია 7-10 დღე. ჩვენების მიხედვით კარგად გადატანისა და სისხლში ცვლილებების არსებობისას შეიძლება კურსის გაგრძელება 2 კვირამდე.

 

შენიშვნა: არ უნდა დაინიშნოს მწვავე რესპირატორული დაავადებისას, ანგინებისას და პროფილაქტიკის მიზნით. არ შეიძლება დაინიშნოს სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად.(სულფანილამიდები, პიროზოლინის ნაწარმები, ციტოსტატიკები)

 

გამოშვების ფორმა:  10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ბლისტერზე.

 

გაცემის წესი:   ურეცეპტოდ.

 

ვარგისიანობის ვადა:    5 წელი.

 

შენახვის წესი: ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved