მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ტენზიონორმი #10 სუპ
  

 სამკურნალო საშუალება 

 

                
"ტენზიონორმი" - 100,5 მგ
"TENSIONORM" - 100,5 mg

 

სუპოზიტორია

გამოყენების ინსტრუქცია

 

სუპოზიტორიის შემადგენლობა:
ასკორბინის მჟავა _ 0,1 გ; ციანოკობალამინი _ 0,5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 400, 1000, 4000;
სუპოზიტორიის საშუალო წონა _ 2,9 გ

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
B12 ვიტამინს აქვს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან, ლიპიდურ ცვლაში, აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციულ პროცესებს, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას, აუცილებელია ნორმალური ჰემოპოეზისთვის და ერითროციტების მომწიფებისთვის, ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის; ღვიძლში გარდაიქმნება კოფაქტორად - კობამიდად, რომელიც შედის მრავალრიცხოვანი ფერმენტების შემადგენლობაში. კობამიდი მონაწილეობას  ღებულობს ქოლინის, მეთიონინის, კრეატინის და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას და ზოგად ტონუსს.
ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება: ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას, საკვებიდან რკინის შეწოვას, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; მონაწილეობას ღებულობს სისხლის შედედების, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მათს შორის ვიტამინ B12-ის სინთეზში; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების  განვლადობას.
ამ პროცესებში მონაწილეობით ვიტამინი C გავლენას ახდენს ანთებით და ალერგიულ რეაქციებზე და ხელს უწყობს აღდგენითი და დამცველობითი პროცესების მიმდინარეობას ორგანიზმში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.

 

ჩვენება:

  • ორგანიზმის ზოგადი ტონუსის და არტერიული წნევის რეგულირება;
  • პოსტჰემორაგიული რკინადეფიციტური და ალიმენტური ანემიები, ასევე წამლებითა და ტოქსიკური ნივთიერებებით გამოწვეული ანემიები;
  • გადატანილი ინფექციების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი;
  • პოლინევრიტი, რადიკულიტი; ნეიროდერმიტი;
  • ჰერპესულფორმული დერმატიტი;
  • სხივური დაავადება;
  • გადატანილი ჰეპატიტი, ავთვისებიანი ანემია და ღვიძლის ციროზი.

      • ავთვისებიანი ანემიისას არსებული ნევროლოგიური სიმპტომატიკა.

 

 

მიღების წესი და დოზირება:
ავთვისებიანი ანემიისას არსებული ნევროლოგიური სიმპტომატიკის დროს - 1 სანთელი პირველ კვირას ყოველდღიურად, ხოლო შემდგომში 5-7 დღეში ერთხელ; რემისიის პერიოდში - თითო სანთელი 2-4 თვეში.
გადატანილი ჰეპატიტის და ციროზის დროს - თითო სანთელი კვირაში 2-ჯერ 25-40 დღის განმავლობაში.
პერიფერიული ნერვების დაზიანებით გამოწვეული ტკივილისას - 1 სანთელი კვირაში 2-3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის სუპოზიტორია გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ რექტალური გზით.

 

სიფრთხილე:  
საჭიროა პერიოდულად სისხლის კოაგულაციის კონტროლი; სიფრთხილის დაცვაა საჭირო პირებში სისხლის შედედების მომატებული მაჩვენებლებით, თრომბოემბოლიისადმი მიდრეკილებისა და სტენოკარდიის დროს.

 

უკუჩვენება: 
მწვავე თრომბოემბოლიური დაავადებები, ინსულარული აპარატის დისფუნქცია.

 

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 

გამოშვების ფორმა:
#10 სუპოზიტორია პოლივინილქლორიდის კონტურულ ფორმებში მუყაოს კოლოფში შემდგომი განთავსებით. 
 
 

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

შენახვის პირობები: ინახება 2-8°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:  შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved