დეტალური აღწერა:
შემადგენლობა:
რეზორცინი _ 2,03გ, ბორმჟავა _ 0,203გ, ფენოლი _ 1,016გ, ფუქსინი _ 0,03გ, ეთანოლი 95% _ 3,05მლ, გამოხდილი წყალი _ 25მლ-მდე.
აღწერა : წითელი ფერის, ფენოლისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე.
მოხმარების წესი : კასტენოლი წითელი გამოიყენება განუზავებელი სახით და წარმოადგენს მზა ხსნარს. Aარ გამოიყენება ხელის სადეზინფექციოდ.
საერთო მონაცემები: კასტენოლი წითელი გამოიყენება კანის სადეზინფექციოდ სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს ,ამავე დროს მისი საშუალებით ხდება კანის ზედაპირზე სადეზინფექციო არეების მარკირება..Mმას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
Bბორის მჟავას აქვს ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერილი , სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
Fფენოლი ანადგურებს ყველა ინფექციურ აგენტს, კანზე ტოვებს დამცავ ბარიერს, რომელიც აჩერებს უჯრედული პარაზიტების აქტივობას.
რეზორცინი აფერხებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების გამრავლებას და გავრცელებას.
ფუქსინს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
ფუქსინის შემცველობის გამო პრეპარატი ზედაპირს ღებავს წითლად!
ეთანოლი არის ანტისეპტიკური , ანტიმიკრობული საშუალება.
გამოყენების წესი: Gგამოიყენება ანტისეპიკის მიზნით-პაციენტის/ავადმყოფის საინექციო და საოპერაციო არეების/კანის დამუშავებისთვის, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად. Dდაიტანება განუზავებელი ხსნარი 5წთ-ის განმავლობაში. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა უნდა განმეორდეს ორჯერ. დატანის შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს კასტენოლის გამოყენების შეწყვეტას.
უსაფრთხოება: კასტენოლი წითელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
არ არის სასურველი ხსნარის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე)
.
მოარიდეთ სიცხეს, მხურვალე ზედაპირებს, ღია ცეცხლს და სხვა აალებად წყაროებს.
შეფუთვა: 25მლ ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლი¬ეთილენის საცობით და თავსახურით.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°ც ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია კასტენოლი წითელი გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.