დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტებისდაბრუნება
- შეკვეთის ჩაბარებისას აუცილებელია მომხმარებელმა შეამოწმოს მიღებული პროდუქტი და რაიმე დეფექტის/დაზიანების/არასწორი პროდუქტის მიღების შემთხვევაში დააფიქსიროს აღნიშნული ფაქტი კომპანიის საკონტაქტო/საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მისი ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნას კომპანია არ განიხილავს და, შესაბამისად, პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას;
- დაბრუნების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნა უნდა მოიცავდეს: შეკვეთის ნომერს, შეკვეთაში შემავალი პროდუქტების სიას, დაბრუნების მიზეზს და, მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქტის არსებული ფოტო-ვიდეო მასალას;
- პროდუქტის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება შემდეგი გარემოებები:
- მომხმარებელისათვის მიწოდებული იქნა არასწორი პროდუქტი;
- მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ აღწერილობას;
- მომხმარებელისათვის მიწოდებული პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი;
- პროდუქტის უკან დაბრუნების გადაწყვეტილების მისაღებად კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქტის ვიზუალური შემოწმება, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტი მიაწოდოს ნეოფარმის სასაქონლო ნიშნის ქვეშ ოპერირებად ნებისმიერ აფთიაქს;
- თუ კომპანია დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით, პროდუქტის ღირებულება უკან დაუბრუნდება მომხმარებელს პროდუქტის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო 5 საბანკო დღის განმავლობაში, იმავე საბანკო ანგარიშზე რომლითაც განხორციელდა გადახდა;
თუ კომპანია არ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას პროდუქტის დაბრუნების თაობაზე და ამავდროულად ეს პროდუქტი ფიზიკური შემოწმების მიზნით გადაცემული იქნა ნეოფარმისთვის, მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი პროდუქტი, მისთვის სასურველ ნეოფარმის სასაქონლო ნიშნის ქვეშ არსებულ აფთიაქში.