დეტალური აღწერა:
საერთაშორისო სახელწოდება: შმაგას ნაყენი + შროშანას ნაყენი + კატაბალახას ნაყენი + მენთოლი (Bელლადონნაე ტინცტურე + ტინცტურა ვალერიანაე + ჩონვალლარიაე ტინცტურე + მენტჰოლ).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანტიქოლინერგული საშუალება.
შემადგენლობა: შმაგას ნაყენი – 5მლ; შროშანას ნაყენი – 10მლ; კატაბალახას ნაყენი – 10მლ; მენთოლი – 0,2გ;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საგულე გლიკოზიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს, ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰიოსციამინი, სკოპოლამინი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური, სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, ხსნის ნეიროგენულ არითმიებს. აქვეითებს სანერწყვე, კუჭის, საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
• ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი;
• ნეიროგენული ბრადიარითმიები, ბრადიკარდია;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა;
• ჰიპერაციდული გასტრიტი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.
გვერდითი მოვლენები: ტახიკარდია, პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, ჰიპერთერმია, არითმია. დიდი დოზით მიღება იწვევს ძილიანობას, შრომის უნარის დაქვეითებას.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად. წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში.
მოზრდილთათვის: 10-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• კუჭქვეშა ჯირკვლის ჰიპერტროფია;
• გლაუკომა;
• ორსულობა;
• ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ,,ზელენინი-ნეო”-ს წვეთები ასუსტებს ანტიარითმიული საშუალებების მოქმედებას, აძლიერებს სპაზმოლიზური, სედატიური, საძილე პრეპარატების ეფექტს.
დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
სიფრთხილე: ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტების მიერ ზელენინის წვეთების პრეპარატ ბეროტეკთან, სალბუტამოლთან, იზადრინთან და სხვ. ერთად სისტემატიურად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რომ არ განვითარდეს ტაქიკარდია.
გამოშვების ფორმა: 25მლ შიგნით მისაღები წვეთები მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-64-46; 259-57-90.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.