ვალოსედი 25მლ წვეთები

6.00

აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია
ვალოსედი
VALOSEDUM
პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები წვეთები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედაციური, სპაზმოლიზური პარასამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა: კატაბალახას ნაყენი – 6,7 მლ; შავბალახას ნაყენი – 6,7 მლ; პიტნის ნაყენი – 3,31 მლ; სვიის ნაყენი – 1,67 მლ; კუნელის ნაყენი – 3,31 მლ; ბარამბოს ნაყენი – 3,31 მლ;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (ბორნეოლ იზოვა­ლერიანატი, ბორნეოლი, იზოვალე­რი­ანის მჟავა, მენთოლი), ვალეპოტრიატებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი) ტრიტერპენულ საპო­ნინებს, ვიტამინებს, ტანინებს, მწარე გლიკოზიდებს, ლუპულინს, ჰუმულონს, ლუპულონს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩე­ბელი მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბ­კორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექ­ტო­რ­ულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ამცირებს სპონტანური მოქმედების აქტივობას, ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლდენას, საჭმლის მომნელებელი ჯირ­კვლების სეკრეციას, პერისტალტიკას. ხელს უწყობს ცხიმებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციას.

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· სხვადასხვა ფორმის ნევროზები, მათ შორის – კლიმაქ­ტე­რული ნევროზი;
· აღგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
· შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები;
· ნეიროგენული არითმიები;
· ჰიპერტონული დაავადება (I, II სტადია);
· ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
· კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევები;
· მეტეორიზმი, გულისრევა.

მიღების წესი: მიიღება პერორალურად წყალში განზავებული სახით: 20-25 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ,,ვალოსედი” ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: თუ ,,ვალოსედი”-ს მიღების შემდეგ ვითარდება ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაუშვებელია ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვა, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა: 25მლ წვეთები ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით. ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ვალოსედი 25მლ წვეთები“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.