როზმარინის ზეთი აპლიკატორით 4მლ

5.00

აღწერა
დეტალური აღწერა:

გამოყენების ინსტრუქცია

როზმარინის ზეთი Oleum Rosmarini

მხოლოდ  გარეგანი გამოყენებისთვის!

 

აღწერა: უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის , გამჭვირვალე, ქაფურისათვის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე სითხე .

გამოყენების ფორმა: ბურთულიანი აპლიკატორი(Roll-on), რომელიც უზრუნველყოფს ზეთის მარტივ და მიზანმიმართულ გამოყენებას.

შემადგენლობა: როზმარინის ზეთი 4მლ.

როზმარინის ზეთი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა (მაკრო და მიკრო ელემენტები, ვიტამინები,ორგანული მჟავები,ფიტოსტერინები)ამიტომაც გააჩნია მრავალი სასარგგებლო თვისება: მატონიზირებელი,  ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული.   აქტიურად იყენებენ კანისა და თმის მოსავლელად.ამცირებს ცხიმიანი კანის ფორებს, ათანაბრებს კანის რელიეფს, კანი ხდება უფრო ნაზი და ელასტიური; აჯანსაღებს თმებს Aa და ხელს უწყობს მათ ზრდას, ამცირებს თმის ცვენას და აქრობს ქერტლს. იყენებენ აგრეთვე ,როგორც შენობების ჰაერის ,ასევე აბაზანების   წყლის არომატიზირებისთვის.

 

გამოყენების რეკომენდაცია:

თმის მოვლა(თმის სტრუქტიურის გაუმჯობესება, ზრდის სტიმულაცია):

ბურთულიანი აპლიკატორის საშუალებით დაიტანეთ თმის ძირებზე, ნაზად შეიზილეთ გააჩერეთ 30წთ-ის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. მგრძნობიარე თავის კანის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა ზეთებთან შერევა და კომბინირებული სახით გამოყენება. (2-3წვ როზმარინის ზეთი :1 ჩაის კოვზ ზეთისხილის  ან  ჟოჟობასზეთი)კვირაში 1-2-ჯერ.

 

კოსმეტიკური საშუალებების არომატიზირება და გამდიდრება: 2-3წვეთი 10გ კოსმეტიკურ საშუალებაში(კრემები ,ლოსიონები, მცენარეულ ზეთში, შამპუნში …)

აბაზანის მიღებისას, 37-38°C წყალში შეიტანეთ წინასწარ მცირე რაოდენობით რძეში გახსნილი ან  ზღვის მარილში შერეული 7-8წვეთი ზეთი. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა 15-20წთ. აბაზანები როზმარინის ზეთით ხელს წყოს კანის გაჯანსაღებას, კანის უჯრედების აღდგენას.

თმის ზრდის სტიმულირებისთვის 5-10წვეთი შეურიეთ 100მლ შამპუნს , კარგად შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ ჩვეულებრივად თავის დაბანისას.თმები ხდება უფრო ძლიერი, ჯანსაღი .

გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ეთერზეთის მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი,მაღალი არტერიული წნევა,6 წლამდე  ბავშვთა ასაკი. 

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისობის ვადა: 2წელი

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგსობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში როზმარინის ზეთის გამოყენება დაუშვებელია.

 

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი“

საქართველო, თბილის, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ:

ტელ/ფაქსი:+995(032)259-64-46. 259-57-90

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „როზმარინის ზეთი აპლიკატორით 4მლ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.