დეტალური აღწერა:
შემადგენლობა 100გ-ზე: ტალკი 94გ, თუთიის ოქსიდი 5გ, გვირილას მშრალი ესქსტრაქტი 1გ.
საბავშვო პუდრა ახდენს ადსორბციულ, გამომშრობ მოქმედებას.
ამცირებს სისველეს, ხელს უშლის კანის ზედაპირზე გაღიზიანების განვითარებას. პუდრა კარგად ნაწილდება კანის ზედაპირზე და შთანთქავს ზედმეტ ტენს.
ტალკი შთანთქავს ტენს და ამცირებს კანის ტენიანობას.
თუთიის ოქსიდი ქმნის დამცავ ბარიერს.
გვირილას ექსტრაქტი ხელს უშლის კანის ზედაპირზე გაღიზიანების განვითარებას.
გამოყენების რეკომენდაცია: აბაზანის მიღების შემდეგ ან საფენის გამოცვლილსას.
გამოყენების წესი: დაიტანება მშრალ, სუფთა კანზე, თხელ ფენად, შეფრქვევით საფენის არეში ან ბუნებრივი ნაკეცების უბნებში.
გამოიყენება დღეში 1-3 ჯერ საჭიროების მიხედვით.
გაფრთხილება:
- არ გამოიყენოთ სველ კანზე.
- დაიტანეთ ფრთხილად, რათა არ მოხდეს ფხვნილის შესუნთქვა.
- არ გამოიყენოთ პუდრას რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 100გ ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონში, სპეციალური პერფორირებული სახურავით.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პუდრას გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995(032) 259-57-90, 259-64-46.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.