პარასამკურნალო სურდოს საწინააღმდეგო საშუალება
წამლის ფორმა:
10მლ ნაზალური წვეთები.
15მლ ნაზალური სპრეი
აღწერა:
მოცისფროდან მოლურჯო-მწვანე ფერამდე გამჭვირვალე ,ზეთოვანი სითხე, მენთოლისა და ევკალიპტისთვის დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა:
,,ნეოზოლინი ფიტოს’’-ს ცხვირის წვეთებისა და სპრეის 1მლ შეიცავს:
ფიჭვის ზეთი – 37,52მგ; ევკალიპტის ზეთი – 5,0მგ; თიმოლი – 0,32მგ; ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი – 17,0მგ; პიტნის ზეთი – 10,0მგ; გუაიაზულენი –0,2მგ.
დამხმარე ნივთიერებები: რაფსის ზეთი 1მლ-მდე; სორბინის მჟავა – 0,3მგ; ლაბრაფილი – 0,1გ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,ნეოზოლინი ფიტო’’არის კომბინირებული, პარასამკურნალო საშუალება, რომლის შემადგენლობაშია მცენარეული ეთერზეთები. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. აიოლებს სუნთქვას.
ჩვენებები:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
• მწვავე რინიტი;
• ქრონიკული რინიტი;
• ცხვირის სიმშრალე;
• ცხვირის ღრუს პოსტოპერაციული მდგომარეობები ექიმის დანიშნულებით.
მიღების წესი და დოზირება:
ნაზალური წვეთები
• ბავშვებში 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
• მოზრდილებში პირველ დღეს 1-2 წვეთი ყოველ 1-2 საათში, ხოლო მომდევნო დღეებში 1-2 წვეთი 3-4 დღეში.
ნაზალური სპრეი: გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
მიღების ხანგრძლივობა 5-7 დღე.
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ალერგიული რინიტი;
• ბავშვთა ასაკი 2 წლამდე;(ნაზალური წვეთებისთვის)
• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე;(ნაზალური სპრეისთვის)
გვერდითი მოვლენები: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ქავილი, წვა. სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები: ფლაკონი განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისთვის გადაცემა ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალის ლორწოვან გარსზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ,,ნეოზოლინი ფიტოს” ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შეფუთვა:
10მლ ხსნარი გამჭვირვალე ან თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
15მლ ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონში დოზატორით და დამცავი ხუფით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა:
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია!
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90;
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.