აღწერა
დეტალური აღწერა:

წამლის ფორმა: სითხოვანი ექსტრაქტი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერილობა: სპეციფიკური სუნისა და მოტკბო გემოს (ლორწოს შეგრძნებით) მუქი მოყავისფრო ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ორკბილას ბალახი (Herba bidentis) – 85გ/100მლ;
დამხმარე ნივთიერებები: სორბინის მჟავა, 96% ეთილის სპირტი, წყალი.                  
ორკბილა შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, მიკროელემენტებს (რკინა, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, მანგანუმი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული მოქმედება, რაც დაკავშირებულია ორკბილას შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდურ ნაერთებთან (ფლავონები და ხალკონები) ასევე, მთრიმლავ ნივთიერებებთან, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლები. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებით, ვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები. პრეპარატის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებს ორკბილაში მანგანუმის შემცველობაც. 
გარდა აღნიშნულისა, პრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიული, სიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ჩვენება: გარეგანი გამოყენებისთვის.

• ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება; 
• ეგზემა; 
• ფსორიაზი; 
• ფურუნკული; 
• პიოდერმია.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი. 
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: აბაზანის მოსამზადებლად ,,ჭუპა-ჭუპა’’-ს 20მლ იხსნება 10ლ თბილ წყალში. პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 100მლ სითხოვანი ექსტრაქტი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში. 
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი..
შენახვის პირობები: ინახება 15-25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ჭუპა-ჭუპა 100 მლ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.