ვაზელინი 25გრ მალამო

2.50

აღწერა

კოსმეტიკური საშუალება
ვაზელინი
VASELIN
გამოყენების ინსტრუქცია

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Vaselinum, ვაზელინი.
წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური საშუალება.
შემადგენლობა: ვაზელინი 25გ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვაზელინი არბილებს კანის ეპითელურ ზედაპირს. მალამო კანს ფარავს თხელი, მაგრამ მკვრივი ფენით, რომელიც აფერხებს მიკრობების შეღწევას ნახეთქებში, ჭრილობებსა და ნაკაწრებში (ქმნის მიკრობებისგან დამცავ ბარიერს), იცავს კანის საფარველს სიცივისაგან, აქერცვლისა და დასკდომისაგან. მალამო კანს უფრო მოქნილს და ელასტიკურს ხდის, ხელს უშლის მის გაუწყლოების პროცესს კანის ბუნებრივი ჰიდროლიპიდური დამცავი შრის აღდგენის გზით.
ფარმაკოკინეტიკა: გარეგანი გამოყენებისას ვაზელინი არ შეიწოვება ღრმა ქსოვილებში და პრაქტიკულად არ ხვდება სისხლის მიმოქცევაში.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
გამოიყენება ხელების, მუხლების, ტერფების, იდაყვების, ტუჩების კანის დასარბილებლად სიმშრალის, დასკდომის და გაუხეშების დროს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებით (მზე, ქარი, მოყინვის დროს) ასევე ავიტამინოზით, გამოიყენება სამედიცინო პროცედურების ჩატარების წინ (მალამოს უსვამენ გაზგამყვანი მილისა და ოყნის თავზე).
გამოყენების წესი: დაიტანება გასუფთავებული კანის ზედაპირზე თხელ ფენად და კარგად შეიზილება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ვაზელინის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: გარეგანი გამოყენებისას შეუძლებელია დოზის გადაჭარბება.
განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ ვაზელინის თვალში მოხვედრას! (აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია მისი ფრთხილი მოცილება ან/და წყლით ჩამობანა).
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: 25გ მალამო ალუმინის ტუბში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46, 259-57-90.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ვაზელინი 25გრ მალამო“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.