წამლის ფორმა: მცენარეული წარმოშობის სითხოვანი ექსტრაქტი გარეგანი გამოყენებისთვის.
აღწერილობა: სპეციფიკური სუნის, მუქი ყავისფრი ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ორკბილას მშრალი ექსტრაქტი; გვირილას მშრალი ექსტრაქტი.
დამხმარე ნივთიერებები: სორბინის მჟავა, ეთილის სპირტი, წყალი.
ორკბილა მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, მიკროელემენტებს.
გვირილას მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგუურად აქტიურ ნივთიერებებს: ფლავონოიდებს (აპიგენინი, ლუტეოლინი), აზულენს, ტანინებს, პექტინებს, კუმარინებს, ფიტოსტერინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული მოქმედება, რაც დაკავშირებულია ორკბილას და გვირილას ექსტრაქტების შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდურ ნაერთებთან (ფლავონები და ხალკონები), ასევე მთრიმლავ ნივთიერებებთან, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლები. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებით, ვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები.
გარდა აღნიშნულისა, პრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიული, სიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ბანაობისას უზრუნველოფს კანის ჰიგიენას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.
- ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;
- ეგზემა;
- ფსორიაზი;
- ფურუნკული;
- პიოდერმია.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება:
ფლაკონი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
აბაზანის მოსამზადებლად ,,სკინორელი“-ს 20მლ–ს ხსნიან 10ლ თბილ წყალში და კარგად შეურევენ.
გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 100მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: 1ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილის. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი:+995(0322)259-64-46, 259-57-90.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.