ჩვენი წარმოების შესახებ
დღესდღეობით ფარმაცევტული კომპანია ნეოფარმი აწარმოებს 200-ზე მეტი დასახელების სამკურნალწამლო,კოსმეტიკურ პროდუქტებს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და ნატურალურ წვენებს. ჩვენ ვფლობთ დაახლოებით 50 უნიკალურ რეცეპტსა და 100 პატენტს. როგორც ნატურალური პროდუქტების მწარმოებლები, ჩვენი კომპანია საქართველოში არის პირველ ადგილზე.
ნეოფარმის ისტორია
ნეოფარმის ისტორია იწყება 1997 წლიდან, როდესაც იგი დაარსდა. კომპანია 25 წელია ჯანდაცვის სისტემის ნაწილია . წარმოების პორტფოლიო უმეტესად მოიცავს მცენარეული შემადგენლობის, ინოვაციურ და მაღალი ეფექტურობის მქონე სამკურნალო საშუალებებს, რომელთა ავტორები არიან მეცნიერები ფარმაცევტული სფეროდან და ექიმები. კომპანიის ძირითადი მიზანია სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულების პროდუქტების მიღება ბუნებრივი, მცენარეული პროდუქტებისგან. სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით საბოლოო პროდუქტებში ჩვენ ვინარჩუნებთ მოქმედ ნივთიერებებს ნატიურ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობასა და ნაკლებ გვერდით ეფექტებს.
მცენარეული შემადგენლობის ეფექტური საშუალებები
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს ეფექტური და ხელმისაწვდომი პროდუქცია მომსახურების მაღალი ხარისხით.
სააფთიაქო ქსელი
ფილიალები წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და დიდი წარმატებით ოპერირებს ფარმაცევტულ ბაზარზე.
ჩვენი მიზანი თქვენი კარგად ყოფნაა!
GDP სტანდარტი კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა
ISO სერთიფიკატი 9001:2015 მენეჯმენტის სისტემა
2023
HACCP საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა



GDP სტანდარტი
ჩვენ წარმატებით გავიარეთ ინსპექცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ და მოგვენიჭა 𝐆𝐃𝐏 (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკასთან) შესაბამისობის სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარისხის სისტემა ჩვენს კომპანიაში სრულიად უზრუნველყოფს ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების მიწოდებას სადისტრიბუციო ჯაჭვის ყველა ეტაპზე და პასუხობს როგორც მომხმარებლის, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს.



