Description
Detailed description:

ანტისეპტიკური საშუალება
წამლის ფორმა: ხსნარი.

ათქ კოდი: D08AX01.

შემადგენლობა: პერჰიდროლი 10გ; ანტიფებრინი 0,05გ; წყალი 100მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: წყალბადის ზეჟანგი წარმოადგენს ოქსიდანტების ჯგუფის ანტისეპტიკურ საშუალებას. იგი ხასიათდება ჰემოსტატური, დეზოდორაციული, მადეზინფიცირებელი ეფექტით. წყალბადის ზეჟანგი დაზიანებულ კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას ფერმენტ კატალაზას და პეროქსიდაზას ზემოქმედებით იშლება აქტიური ჟანგბადის გამოთავისუფლდებით, რაც ქმნის არახელსაყრელ პირობებს მიკროორგანიზმების განვითარებისთვის (განსაკუთრებით  ანაერობული და ჩირქმბადი ფლორისთვის). თუმცა წყალბადის ზეჟანგის ანტისეპტიკური მოქმედება არ იწვევს სტერილიზაციას. მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების რაოდენობის მხოლოდ დროებითი შემცირება. ჭრილობების ხსნარით დამუშავებისას ხდება ორგანული ნაერთების: პროტეინების, სისხლის, ჩირქის დაშლა (დაჟანგვა) და ზედაპირის დამაბინძურებელი ნაწილაკებისგან, წვრილი უცხო სხეულაკებისგან, სისხლის კოლტებისგან მექანიკური გასუფთავება უხვად ქაფწარმოქმნის ხარჯზე. აქაფება ხელს უწყობს თრომბის ფორმირებას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.

Indication:
•    გამორეცხვებისთვის და გამოსავლებად სტომატიტების, ანგინის, გინეკოლოგიური დაავადებებისას;
•    მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობები, მცირე კაპილარული სისხლდენები ზედაპირული ჭრილობებიდან, სისხლდენა ცხვირიდან.

გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანად (ჭრილობების დასამუშავებლად) გამოიყენება წყალბადის ზეჟანგის 1% ხსნარი. პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად გამოიყენება 0,25% ხსნარი.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: წყალბადის ზეჟანგის ხსნარი არასტაბილურია ტუტე არეში, ლითონების მარილების, ზოგიერთი ოქსიდანტის რთული რადიკალების თანაარსებობისას, ასევე სინათლესა და სითბოში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია: ჭრილობის დამუშავებისას წვის შეგრძნების განვითარება; ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა წყალბადის ზეჟანგისადმი.

განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენებენ ღრუებში შესაყვანად.

ჭარბი დოზირება: მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.


ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას;

გამოშვების ფორმა: 50მლ, 100მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონებში;
25მლ, 80მლ ხსნარი თეთრი შეფერილობის პოლიმერული მასალის სპრეის ფლაკონებში გამფრქვევით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Shelf life: 2 years.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Do not use the product if the expiration date has passed or if defects are detected during visual inspection.

Additional information
ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+
Reviews (0)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “წყალბადის ზეჟანგი 3% 100მლ სპრეი”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.