Plusssz Junior ელექტროლიტების კომპლექსი

₾12.50

აღწერა
დეტალური აღწერა:

რეკომენდებულია

  • წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
  • აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო დეჰიდრატაციის დროს
  • ტემპერატურული რეაქცია
  • გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, დაღლილობა, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის გაქრობა
  • გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება

მახასიათებლები

  • ფორმა – შუშხუნა ტაბლეტები (20 შეფუთვაში)
  • დამზადებულია სტანდარტიზებული აქტიური კომპონენტებით
  • უშაქრო

შემადგენლობა

  • ვიტამინი B1 (თიამინი) – 1.1მგ
    • მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში
    • აქტიურად მონაწილეობს სინფსებში ნერვული აღგზნების გატარების პროცესში
  • ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 16მგ
    • მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში
    • სისხლში ლიპოპროტეინების დონის ნორმალიზება – აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების შემცველობას,  ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას
    • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას
    • ხასიათდება მსუბუქად გამოხატული ანტიკოაგულაციური მოქმედებით
    • აუმჯობესებს მეხსიერებას, მოძრაობის კოორდინაციას
    • უზრუნველყოფს ორგანიზმში  ჰისტამინის დეფიციტის დროს მისი კონცენტრაციის ზრდას
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)  – 1.4მგ
    • მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების სინთეზში
    • მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში
    • აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
  • ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 50მკგ
    • აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ელასტიურობას
    • გავლენას ახდენს თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე
    • მონაწილეობს შაქრის დონის რეგულაციაში
    • ნორმაში მოჰყავს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმი
    • აუმჯობესებს ვიტამინი C ათვისებას
  • ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) – 2.5მკგ
    • მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლის უჯრედების განვითარებაში
  • მაგნიუმი – 240მგ
    • მონაწილეობს ცილების სინთეზში, ენერგიის წარმოქმნაში, დნმ და რნმ სინთეზში, ნერვული სისტემის რეგულაციაში
    • ამცირებს შფოთვას
    • აუმჯობესებს ძილის ხარისხს
    • არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს
  • კალიუმი(400მგ), ნატრიუმი(580მგ), გლუკოზა(3000მგ)
    • ორგანიზმის ეფექტური რეჰიდრატაცია
    • ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა
    • ენერგიის ზრდა
  • დამხმარე ნივთიერებები
    • ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი – მჟავიანობის რეგულირებისთვის
    • სორბიტოლი – მოცულობის შევსებისთვს
    • პოლიეთილენგლიკოლი და პოლივინილპიროლიდონი – ანტი შემკვრელი აგენტები
    • საქარინი – დამატკბობელი
    • ფორთოხლის წვენის ფხვნილი – სასიამოვნო არომატისთვის

დოზირება

  • რეკომენდებული დღეში 4 შუშხუნა ტაბლეტის მიღება – ასაკი 3+
  • 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 125მლ ცივ წყალში

გაფრთხილებები

  • მოცემული პროდუქტი არის საკვები დანამატი, შესაბამისად არ უნდა იქნეს გამოყენებული დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის
  • ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ან რაიმე მედიკამენტის მიღების შემთხვევაში – გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს
  • არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
  • არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს
  • არ მიიღოთ დაზიანებული ან გახსნილი შეფუთვიდან
  • შეინახეთ ბავშვებისგან შორს
  • საკვები დანამატი ვერ ჩაანაცვლებს ნორმალურ/დაბალანსებულ კვების რაციონს

 

შენახვის პირობები

ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, მშრალ, გრილ ადგილას

 

მწარმოებელი

POLSKI LEK. პოლონეთი

 

დამატებითი ინფორმაცია
ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Plusssz Junior ელექტროლიტების კომპლექსი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.