დეტალური აღწერა:
Eutylia Elle ovuli ეუტილია ელლე სანთელი
EuTylia Elle Ovuli შემადგენლობა: ერთი სანთელი შეიცავს: ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილს, რძემჟავას, აზიურ ცენტელას (Centella asiatica), კალენდულას (Calendula officinalis), სამკურნალო გვირილას, Melaleuca alternifolia-ს (ჩაის ხე), 18-ბეტა-გლიცირეტინის მჟავა, ვიტამინი E აცეტატი, ფოსფატიდილქოლინი, ნახევრად სინთეზური ტრიგლიცერიდები.
ჩვენებები: EuTylia Elle ვაგინალური სანთელი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც ეხმარება საშოს ბუნებრივი დაცვის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფლორის აღდგენას; მასში შემავალი ჰიალურონი და რძემჟავა ხელს უწყობს სიმპტომების აღმოფხვრას, რომლებიც გამოწვეულია ვაგინალური ჰიდრატაციის და/ან ვაგინალური pH-ის დისბალანსით. ამიტომ ის სასარგებლოა როგორც დამხმარე საშუალება საშოს სიმშრალის, საშოს ანთებითი და ინფექციური დაავადებების, საშოს გაღიზიანების, წვის და ქავილის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
დოზა: შეიყვანეთ საშოში 1 სანთელი დღეში ერთჯერ – სასურველია საღამოს ძილის წინ, მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მომდევნო 5-7 დღის განმავლობაში ან ექიმის მითითების მიხედვით.
გამოყენების წესი:
- კარგად დაიბანეთ ინტიმური ნაწილები (სასურველია გარე და შიდა ვაგინალური ამორეცხვა);
- გახსენით შეფუთვა და ხელების კარგად დაბანის შემდეგ ამოიღეთ ერთი სანთელი ბლისტერიდან;
- რბილად შეიყვანეთ სანთელი საშოში, ეცადეთ შეიტანოთ რაც შეიძლება ღრმად, სასურველია იწვეთ ზურგზე, რათა თავიდან აიცილოთ საშოდან სანთელის შემთხვევითი გაჟონვა.
შენახვის პირობები: შეინახეთ შეფუთვა მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში მშრალ ადგილას, 5°-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისა და სითბოს წყაროსგან მოშორებით.
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა დადასტურებულია კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა ადრე იყო გახსნილი ან დაზიანებულია. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება დაუზიანებელ და სათანადოდ შენახულ პროდუქტსაც. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვაგინალური დაზიანებების ან ჭრილობების შემთხვევაში. არ გამოიყენოთ მენსტრუაციის დროს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ექიმის რჩევის გარეშე. გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა, შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაციის (მგრძნობელობის) ფენომენი. თუ ეს გამოვლინდება, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად. მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: ორსულ და მეძუძურ ქალებში, ისევე როგორც ბავშვებში, სანთელის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს რეალური საჭიროების შემთხვევებით და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. დაურღვეველი საქალწულე აპკის შემთხვევაში, გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან გამოყენების კონკრეტულ მეთოდებთან დაკავშირებით. ერთჯერადი მოწყობილობაა. არ გამოიყენოთ ხელახლა, თუ შემთხვევით დაიღვარა.
გამოშვების ფორმა: 2 ბლისტერიანი შეფუთვა შეიცავს 10 ვაგინალურ სანთელს 2გ/სანთელზე (ოვულზე).
მწარმოებელი: შპს Farmaimpresa ჯგუფი ჩიპროს ქ. 1 – 25124 ბრეშა იტალია FT.CE.59.3.F.O2 გადასინჯვა 15/11/2017წ. e.Vital შპს ჯგუფი
| ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+ | ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+ |
|---|
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.