აპიქეარი 30მლ სპრეი

13.50

აღწერა
დეტალური აღწერა:

შემადგენლობა 30მლ-ზე:

დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტი – 1,5მლ;  გლიცერინი – 0,3მლ; ევკალიპტის ზეთი – 0,015გ; იზომალტი – 1,2გ;  ბეტა-ციკლოდექსტრინი – 0,15გ; კალიუმის სორბატი – 0,045გ;  გამოხდილი წყალი – 30მლ-მდე.

 პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. უზრუნველყოფს პირის ღრუს ჰიგიენას. დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტი ამცირებს ლორწოვანი გარსების შეშუპებას და ტკივილს. ევკალიპტის ზეთს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, გლიცერინი ატენიანებს ლორწოვან გარსებს და იცავს გაღიზიანებისაგან.

ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება

  • გაციებასთან და ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებული ყელის ტკივილი
  • ანგინა
  • ტონზილიტი
  • ფარინგიტი
  • სტომატიტი
  • გინგივიტი
  • პაროდონტიტი

 

უკუჩვენება:

  • ალერგია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • 2 წლამდე ასაკი

 

გამოყენების წესი და დოზირება:

გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ, აპლიკატორს მოხსენით თავი,  შეისხურეთ ყელში პირის ღრუს ლორწოვან გრსებზე.

სპრეის გამოყენებიდან 30წთ-ის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვებისა და სითხის მიღება

  • მოზრდილები და 6 წლის ზევით ასაკის ბავშვები: 2-3 შესხურება დღეში 2-3 ჯერ. გამოყენების ხანგრძლივობა  5-7 დღე
  • 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის : ერთი შესხურება დღეში 2-3 ჯერ. გამოყენების ხანგრძლივობა  5-7 დღე

სიფრთხილს ზომები: მოარიდეთ თვალებს!  მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით თვალები და მიმართეთ ექიმს

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას  ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

გამოშვების ფორმა: 30მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში სპრეის გამფრქვევით. ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად

გაცემის წესი:   ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა:    2წელი

შენახვის პირობები:     ინახება  ოთახის ტემპერატურის პირობებში  სინათლისაგან  დაცულ  და ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილზე.

მწარმოებელი: შ.პ.ს. ,,ნეოფარმი’’

თბილისი. საქართველო.. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი:+995 (32) 259-64-46, 259-57-90

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „აპიქეარი 30მლ სპრეი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.