ევკალიპტის ნაყენი 50მლ

4.50

აღწერა
დეტალური აღწერა:

წამლის ფორმა: ნაყენი.

შემადგენლობა (50მლ-ზე):
ევკალიპტის ფოთლები (Folia Eucalypti)  – 10გ;
ეთილის სპირტი 70%  _ საკმარისი რაოდენობით 50მლ ნაყენის მისაღებად.

შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
 
აღწერილობა: მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისათვის დამახასიათებელი სუნით და მშუშხავი გემოთი.
შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ანთების საწინააღმდეგო, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ეშერიხიაზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზინტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.

ჩვენება:  
•    ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
•    სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
•    კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:
ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს: მიიღება პერორალურად 15-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში (წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში).
პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს: გამოსავლებად და ინჰალაციისთვის 10-15 წვეთი ნაყენი უნდა განზავდეს 1 ჭიქა თბილ წყალში.
მკურნალობის კურსი – 5-10 დღე.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ეთილის სპირტის შემცველობის გამო პრეპარატის პერორალურად მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

დოზის გადაჭარბება: არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
 
შეფუთვა: 50მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ევკალიპტის ნაყენი 50მლ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.