მრავალძარღვა №20 ტაბ

12.00

აღწერა

პარასამკურნალო საშუალება
მრავალძარღვას ტაბლეტები
TABLETS OF PLANTAGO MAJOR
გამოყენების ინსტრუქცია

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: 250 მგ მრავალძარღვას კომბინირებული მშრალი ექსტრაქტი (მზადდება 2 წილი მრავალძარღვას ფოთლების, 2 წილი ბალბას ბალახის და 1 წილი ქერიფქლას ბალახის საფუძველზე);
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის ფუძეკარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პოლი- და მონოსა­ქარ­იდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმ­დეგო, ლორ­წოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას. პრეპარატს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართო­ებე­ლი, მსუბუქი სედაციური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალო­იდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. მშრალი ხველა, ხველება თამბაქოს მწეველებში.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად. მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია კომბინირებულად, დღისით – ამოსახველებელი და საღამოს – ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების მონაცვლეობით მიღება (სრულყოფილი ძილისათვის).
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა:10 ტაბლეტი ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46. 259-57-90.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მრავალძარღვა №20 ტაბ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.