ნეოართრი 30მლ აეროზოლი

35.00

აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია
ნეოართრი ნეო
NEOARTHRI NEO
პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: სპრეი.
შემადგენლობა: (30მლ-ზე)
წიწაკის ნაყენი – 27 მლ
მენთოლი – 1,8 გ
დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი.
აღწერილობა. ძლიერ ცხარე გემოს მქონე წითელი ფერის გამჭვირვალე სითხე, წიწაკის და მენთოლის დამახასიათებელი სუნით. დასაშვებია ნალექის არსებობა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ხასიათდება ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების მიერ კანის რეცეპტორების გამაღიზიანებელი მოქმედებით, რაც იწვევს რეფლექტორულ რეაქციებს.
წიწაკის ნაყენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, უპირატესად ალკალოიდ კაპსაიცინს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას და ჯანმრთელი კანის ზედაპირზე დატანისას იწვევს სითბოს შეგრძნებას.
მენთოლი ასტიმულირებს სიცივის შეგრძნების რეცეპტორებს და ამცირებს ტკივილს. სიცივის პირველადი შეგრძნება მალე იცვლება სითბოს შეგრძნებით.
ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ართრიტები, პლექსიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, მიალგია, ტენდოვაგინიტი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: არ შეიძლება პრეპარატის დატანა, თუ დარღვეულია კანის ზედაპირის მთლიანობა!
მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე. აღნიშნულ შემთხვევაში ხსნარი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
მენთოლისადმი მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.
გამოყენების წესი და დოზირება: შეასხურეთ ხსნარი მტკივნეულ ადგილზე. ხსნარის შეშრობის შემდეგ მტკივნეული ადგილი თბილად შეიხვიეთ (2-3-ჯერ დღეში).
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაცია: ,,ნეოართრი ნეო”-ს გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 30მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში გამფრქვევით.
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ნეოართრი 30მლ აეროზოლი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.