ნეოსილი ფიტო N20 კაფსულა

12.00

აღწერა
დეტალური აღწერა:

წამლის ფორმა: კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. 

ერთი კაფსულის შემადგენლობა: ლოტუსის ექსტრაქტი 0.06გ, ინდური სარსაპარილას  ექსტრაქტი  0.06გ, კოჭას ექსტრაქტი    0.06გ, ქებულას ტერმინალიას ექსტრაქტი 0.06გ, ჩინური ვარდის ექსტრაქტი  0.06გ, დამასკური ვარდის ექსტრაქტი  0.06გ, თეთრი ეკლიპტას ექსტრაქტი  0.06გ,  ძირტკბილას ექსტრაქტი 0.06გ,  მუხის ქერქის ექსტრაქტი   0.03გ.       

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნეოსილი ფიტო წარმოადგენს კომბინირებულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. 

ლოტუსის ექსტრაქტი მდიდარია ფლავონოიდებით, ალკალოიდებით(ნეფერინი, ნუციფერინი,ლოტუზინი) და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ტკივილგამაყუჩებელ, ანტისპაზმურ, ანთების საწინააღმდეგო ,სიცხის დამწევ მოქმედებას. ამცირებს შეშუპებას. აქვს დამამშვიდებელი გავლენა ორგანიზმე. Aანტიოქსიდანტური თვისებების საშუალებით იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. 
ინდური სარსაპარილას ექსტრაქტი შეიცავს უნიკალურ ფიტოსტეროიდს,გლიკოზიდებს,(პარილინი და სარსაპარილოზიდი),საპონინებს(ძირითადად სტეროიდული საპონიები), ფლავონოიდებს და  სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფს შარდმდენ,  ანთების საწინააღმდეგო  მოქმედებას. ამცირებს შეშუპებას, კუნთების ,  სახსრების, თავის ტკივილს. ექსტრაქტში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, მათ შორის შარდოვანას. ასევე აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. 


კოჭა ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლეს, რომლებიც განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ხსნის ტკივილს კუნთებსა და სახსრებში, იყენებენ როგორ დამხმარე საშუალებას რევმატიზმის, ართროზის ,ართრიტის მკურნალობისას. 
ქებულას ტერმინალიას ექსტრაქტი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით:ფლავონოიდები, პოლისაქარიდები ,ანთოციანები, ამინომჟავები, ვიტამინები.  
ჩინური ვარდის ექსტრაქტი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით(ფლავონოიდები, პოლისაქარიდები ,ანთოციანები, ამინომჟავები, ვიტამინები) რომელთა კომლექსური მოქმედებით ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აქვს ნაღვლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური მოქმედება. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. 

დამასკური ვარდის ექსტრაქტი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით(ფლავონოიდები, მთრიმლავი ნივთიერებებით ,ანთოციანები, ამინომჟავები, ვიტამინები). დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, ხსნის მენსტრუალურ ტკივილს. ხსნის ნერვულ დაძაბულობას  და აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

თეთრი ეკლიპტას ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპლესს(ალკალოიდები, ფლავონოიდები  ლუტეოლინი და აპიგენინი, მათრიმლავ ნივთიერებები..)., რომლებიც განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო,  , ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებას. ხსნის მუხლების და წელის ტკივილს . ძირტკბილას ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპლესა(გლიცერიზინს, გლიკოზიდებს) რომლებიც განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ  მოქმედებას.მუხის ექსტრაქტი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, ისინი აქტიურად უკავშირდებიან ცილებს, ქსოვილების გაღიზიანების გარეშე წარმოქმნიან ერთგვარ დამცავ ბარიერს. სწორედ ტანინები განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილსაწინააღმდეგო მოქმედებას. ტანინები ამცირებს ტოქსინების შეწოვას სისხლში.. როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, ექსტრაქტში შემავალი კატექინები იცავს ორგაიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან . 

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში , როგორც დამხმარე საშუალება
•    სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილი (თავის, კბილის);
•    სახსრებისა და კუნთების დაავადებები: სხვადასხვა გენეზის ოსტეოართრიტები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი,
•     ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ოტოლარინგოლოგიაში;
•    დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაციის დროს).
•    ცხელებით მიმდინარე დაავადებები (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვის სახით);

უკუჩვენება:   
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 
•    ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
•    ბავშვები 12 წლამდე;

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება მოზრდილებისთვის: 2 კაფსულა  3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
,,ნეოსილი ფიტო’’’უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 15 დღისა.

გვერდითი მოვლენები: 
ჩვეულებრივ “ნეოსილი ფიტო “კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატის მიღების შეწყვეტა.


სიფრთხილე: 
•    პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება: 
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა. 
მკურნალობა სიმპტომურია, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
,,ნეოსილი ფიტოს’’ გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ,,ნეოსილი ფიტოს’’ და დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ერთდროული დანიშვნისას, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათ ურთიერთქმედებას.

შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე. 
2 ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცვეტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება 15-25°ჩ ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი  მე-12კმ.     
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ნეოსილი ფიტო N20 კაფსულა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.