დეტალური აღწერა:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქონდროპროტექტული,
წამლის ფორმა: კაფსულები..
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი – 200მგ; წყლის მარწყვბალახას მშრალი ექსტრაქტი – 144მგ, ოროვანდის მშრალი ექსტრაქტი – 48მგ, შავი მოცხარის მშრალი ექსტრაქტი – 48მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ფუძე კარბონატი.
მოკლე მიმოხილვა: გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი არის საკვები დანამატი, შემუშავებული სახსრების შემაერთებელი ქსოვილების შენარჩუნებისა და ორგანიზმის ბუნებრივი აღდგენითი პროცესების ხელშესაწყობად. ასევე სახსრების დისკომფორტის შესამსუბუქებლად, დაძაბული ვარჯიშის შემდეგ. ის ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის და სინოვიური სითხის შენარჩუნებას, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში. გლუკოზამინს ღებულობენ მოლუსკების ეგზოჩონჩხის ჰიდროლიზით ან, მარცვლეულის, როგორიცაა სიმინდი ან ხორბალი, დუღილით.
წყლის მარწყვა-ბალახას (ჩომარუმ პალუსტრე L.) ფესურას ექსტრაქტი აღმოსავლეთ ევროპის ხალხურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა სახსრების დაავადებების (ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი) მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ოროვანდის (Aრცტიუმ ლაპპა L.) ფესვის ნახარში და ექსტრაქტი გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, პოდაგრის, რევმატიზმის და სახსრების სხვა დაავადებების, ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის ხელშეწყობის მიზნით;
შავი მოცხარის (ღიბეს ნიგრუმ L.) მწიფე ნაყოფი (კენკრა) გამოიყენება ნედლი, გამხმარი, გაყინული სახით, ასევე ამზადებენ წვენს, სიროფს, ჯემსა და ექსტრაქტებს; ფარმაცევტულ წარმოებაში ასევე იყენებენ ნაყოფის თესლისგან მიღებულ ზეთს.
ფოთლების ექსტრაქტი: გამოიყენება როგორც ოფლმდენი და შარდმდენი საშუალება შეშუპებისა და საშარდე გზების მსუბუქი ანთებებისას; ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან პურინების (შარდმჟავას მარილები) გამოდევნას;
ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ფოთლების ჩაის იყენებდნენ რევმატიზმისა და პოდაგრის დროს.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
აუმჯობესებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ზოგად ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა გლუკოზამინის ჰიდროქლორიდისა და პრეპარატში შემავალი ინდივიდუალური აუტანლობა სხვა კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 12 წლამდე ასაკი.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 25-30 დღე.
გამოხატული ეფექტი მიიღება მხოლოდ მკურნალობის კურსის ჩატარებისას.
გვერდითი მოვლენები:
უმნიშვნელო გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, ალერგიული რეაქციები.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დასაწყისში შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისათვის მიზანშეწონილია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა და შემდგომი მონიტორინგი.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს, ასევე პაციენტებში სისხლდენის მიმართ მიდრეკილებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აუმჯობესებს ტეტრაციკლინის შეთვისებას და ამცირებს პენიცილინების და ქლორამფენიკოლის მოქმედებას, აძლიერებს ანტიკოაგულანტების (მაგ. ვარფარინი) მოქმედებას.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ არის შესწავლილი.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25ჩ ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე,
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქს: +995 (32) 259-57-90; 259-64-46.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.