ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 0.05% 100 მლ საწვეთურით
₾1.80
დეტალური აღწერა:
შემადგენლობა: 0,05გ Dგლუკონის მჟავა ,ნაერთი N,N”-bis (4-ქლოროფენილ)-3,12დიიმინო-2,4,11,13-ტეტრააზატეტრადეკანედიამიდინთან (2:1),0,2გ ნატრიუმის ბენზოატი, გამოხდილი წყალი 100მლ-მდე.
გამოყენების წესი:
ხელების ჰიგიენური დამუშავება: 5მლ ხსნარი დაიტანეთ ხელის მტევნებზე და 3წთ -ის განმავლობაში კარგად შეიზილეთ გაშრობამდე. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ
საინექციო არის დამუშავება: საინექციო არის დამუშავება ხსნარში კარგად დასველებული სტერილური ბამბის ტამპონით, (არანაკლებ 5მლ) 3 წთ-ის განმავლობაში. ყოველ ჯერზე ახალი ტამპონით.
საოპერაციო სივრცის სანიტარულ დამუშავებას ატარებენ ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 0,05%-იან ხსნარში დასველებული სუფთა ღრუბლით ერთი მიმართულებით 5წთ-ის განმავლობაში. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ.
სიფრთხილე: მოარიდეთ თვალთან კონტაქტს.
თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ გამდინარე წყლით 10-15 წთ-ის განმავლობაში.
დაუშვებელია შინაგანად გამოყენება!
შიგნით მიღების შემთხვევაში დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და მიაყოლეთ ადსორბენტი (მაგ: ნახშირის ტაბლეტი).
მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, გამათბობელ მოწყობილობებს.
არ შეინახოთ წამლებთან ერთად.
გამოშვების ფორმა: 100 მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურით.
შენახვის პირობები: ინახება 15-25 oC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: „შ.პ.ს. ნეოფარმი“ საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
| ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+ | ნეოდერმი ანტიასაკობრივი 50+ |
|---|
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.