ვაზელინი 25გრ მალამო

2.50

Categories: ,
Description

კოსმეტიკური საშუალება
ვაზელინი
VASELIN
Instructions for use

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Vaselinum, ვაზელინი.
Dosage form: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.
Pharmacological group: დერმატოლოგიური საშუალება.
შემადგენლობა: ვაზელინი 25გ.
Pharmacological action: ვაზელინი არბილებს კანის ეპითელურ ზედაპირს. მალამო კანს ფარავს თხელი, მაგრამ მკვრივი ფენით, რომელიც აფერხებს მიკრობების შეღწევას ნახეთქებში, ჭრილობებსა და ნაკაწრებში (ქმნის მიკრობებისგან დამცავ ბარიერს), იცავს კანის საფარველს სიცივისაგან, აქერცვლისა და დასკდომისაგან. მალამო კანს უფრო მოქნილს და ელასტიკურს ხდის, ხელს უშლის მის გაუწყლოების პროცესს კანის ბუნებრივი ჰიდროლიპიდური დამცავი შრის აღდგენის გზით.
ფარმაკოკინეტიკა: გარეგანი გამოყენებისას ვაზელინი არ შეიწოვება ღრმა ქსოვილებში და პრაქტიკულად არ ხვდება სისხლის მიმოქცევაში.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
გამოიყენება ხელების, მუხლების, ტერფების, იდაყვების, ტუჩების კანის დასარბილებლად სიმშრალის, დასკდომის და გაუხეშების დროს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებით (მზე, ქარი, მოყინვის დროს) ასევე ავიტამინოზით, გამოიყენება სამედიცინო პროცედურების ჩატარების წინ (მალამოს უსვამენ გაზგამყვანი მილისა და ოყნის თავზე).
გამოყენების წესი: დაიტანება გასუფთავებული კანის ზედაპირზე თხელ ფენად და კარგად შეიზილება.
Contraindication: მომატებული მგრძნობელობა ვაზელინის მიმართ.
Side effects: მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
Effect on the ability to drive vehicles and operate machinery: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
Overdose: გარეგანი გამოყენებისას შეუძლებელია დოზის გადაჭარბება.
განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ ვაზელინის თვალში მოხვედრას! (აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია მისი ფრთხილი მოცილება ან/და წყლით ჩამობანა).
Issuance procedure: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Dosage form: 25გ მალამო ალუმინის ტუბში.
Expiration date: 5 წელი.
Storage conditions: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
Tel/Fax: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.

Reviews (0)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ვაზელინი 25გრ მალამო”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.