Detailed description:
Dosage form: ნაყენი.
ათქ კოდი: A03AX.
შემადგენლობა (25მლ-ზე):
პიტნის ფოთლები – 1,25გ;
პიტნის ზეთი 1,25 გ;
90% ეთილის სპირტი _ საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი – 60%, მენთენი – 10-25%), ოლეინის და ურსულის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინს.
Pharmacological action:
აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის, გულის სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს მადას.
ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ზემო სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელის ფუნქციის აღდგენას.
ჩვენება:
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა;
• მეტეორიზმი;
• ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
• ღებინება, გულისრევა;
• ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი).
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად 10-15 წვეთი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ (წვეთები უნდა განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: ბავშვებში ინჰალაციის სახით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მენთოლის ზემოქმედებით შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი და რეფლექსურად მოხდეს სუნთქვის დათრგუნვა.
Effect on the ability to drive vehicles and operate machinery: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
Overdose: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
Missed dose: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
შეფუთვა: 25მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
Expiration date: 3 წელი.
Do not use the product after the expiration date or if defects are detected during visual inspection.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი : შპს “ნეოფარმი”.
Georgia. Tbilisi. David Agmashenebeli Avenue, 12th km.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46;
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

Reviews
There are no reviews yet.