ჟოსტერინი №20 კაფ

31.00

აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ჟოსტერინი
JOSTERIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ხეშავის დაწვრილმანებული ნაყოფები (Fრუცტუს ღჰამნი ცატჰარტიცაე) – 0,297გ; დამხმარე ნივთიერება: კალციუმის სტეარატი;
ხეშავის ნაყოფების ფხვნილი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (4%), მათს შორის ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანოლს, (იგივე გლუკოფრანგულინი), რამნოქსატინს (ფრანგულინს) და ფრანგულა-ემოდინის ბიოზიდს – ჟოსტერინს. ნაყოფების ფხვნილი ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ანთოციანებს, ფისებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რამნეტინი, კემფეროლი, რამნოციტრინი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,ჟოსტერინ”-ს აქვს საფაღარათო მოქმედება, რაც განპირობებულია მასში ანტრაგლიკოზიდების შემცველობით, აღნიშნული ნივთიერებები აღიზიანებენ ნაწლავების ინტერორეცეპტორებს და აძლიერებენ პერისტალტიკას, მოქმედებენ მსხვილ ნაწლავზე და განაპირობებენ მის სწრაფად დაცლას.
საფაღარათო ეფექტი ვითარდება 8-10 საათის შემდეგ. პრეპარატის ნელი და უპირატესად მსხვილ ნაწლავზე მოქმედება აიხსნება იმით, რომ ნაწლავში ანტრაგლიკოზიდების დაშლა ხდება თანდათანობით, მოქმედი ნივთიერება საფაღარათო ეფექტის გამოსაწვევად საკმარისი რაოდენობით მხოლოდ მაშინ გროვდება, როცა ის მიაღწევს მსხვილ ნაწლავს.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. გამოიყენება ატონური და სპასტიური ყაბზობისას. ძირითადი მოქმედების გარდა ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ, შემომგარსველ, ბაქტერიციდულ თვისებებს. რეკომენდებულია კოლიტის, ბუასილის, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების დროს.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ჰემორაგიული სისხლდენა;
• ქრონიკული ქოლეცისტიტი.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა ერთჯერ დღეში, ძილის წინ, ყოველ მეორე დღეს, საკვების მიღების დროის გაუთვალისწინებლად.
მიღების ხანგრძლივობა და ინტერვალი დგინდება ინდივიდუალურად.
ბავშვთა ასაკი: არ არის შესწავლილი.
გვერდითი მოვლენები: სპასტიკური ხასიათის აბდომინალური ტკივილები, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, შარდის გაუფერულება, ალერგიული რეაქციები.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობისას, მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის შესწავლილი.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ხელს უშლის ტეტრაციკლინის აბსორბციას.
შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი;
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III-გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-64-46; 259-57-90;

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ჟოსტერინი №20 კაფ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.