ევკალიპტი + C N20 ტაბ

11.00

Description

Instructions for use
მრავალძარღვას სიროფი
SIRUPUS PLANTAGINIS
Parapharmaceutical product

Dosage form: სიროფი.
Pharmacological group: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა 130გ-ზე:
5,2გ მრავალძარღვას ფოთლების, 5,2გ ბალბის ბალახი, 2,6გ ქერიფქლას ბალახის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები; 0,4გ ასკორბინის მჟავა, 96% ეთილის სპირტი, სორბინის მჟავა, შაქრის სიროფი.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პოლი- და მონოსა­ქარ­იდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.
Pharmacological action:
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმ­დეგო, ლორ­წოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აიოლებს მის გამოყოფას. სიროფს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართო­ებე­ლი, მსუბუქი სედაციური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალო­იდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· მშრალი ხველა;
· ხველა თამბაქოს მწეველებში.
Contraindication:
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
· შაქრიანი დიაბეტი.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად, საკვების მიღების წინ.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 15მლ სიროფი 3-4_ჯერ დღეში;
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
Side effects: ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა.
Overdose: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველების დამთრგუნველ პრეპარატებთან, ასევე ნახველის ფორმირების შემამცირებელ საშუალებებთან ერთად.
Effect on the ability to drive vehicles and operate machinery: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
Dosage form:
პირველადი შეფუთვა: 130გ სიროფი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
Expiration date: 2 წელი.
Storage conditions:
15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Do not use the product after the expiration date or if defects are detected during visual inspection.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი” .

Georgia. Tbilisi. D. Agmashenebeli Alley, 12th km;
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-64-46; 259-57-90.

Reviews (0)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ევკალიპტი + C N20 ტაბ”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.