თუთიის მალამო ნეო 25 გ

3.20

Categories: ,
Description
Detailed description:

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: თუთიის ოქსიდი _ 0,1გ/1გ-ზე;

დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ვაზელინის  ზეთი;

Pharmacological group: დერმატოპროტექტორული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,თუთიის მალამო’’-ს აქვს გამომშრობი, ადსორბციული, ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი და მადეზინფიცირებელი მოქმედება.

მალამოს დაზიანებულ ზედაპირზე დატანისას წარმოიქმნება ალბუმინატები და ხდება ცილების დენატურაცია, მცირდება ექსუდაცია (გამონადენი) და წარმოიქმნება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან დამცავი ფიზიკური ბარიერი, ჩქარდება ჭრილობის შეხორცება.

ჩვენება: დერმატიტი, დაოდვილობა (ინტერტრიგო, გამოყელვა), აკნე, ნაოფლარი, ზედაპირული ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, კანის წყლულოვანი დაზიანება, ნაწოლები, ეგზემა გამწვავების სტადიაში, მარტივი ჰერპესი.

გამოყენების წესი: დაზიანებული ადგილი წინასწარ უნდა გაიწმინდოს, სასურველია ნახეთქები და ნაწიბურები დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, სიმპტომებზე და დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

დამწვრობებისა და ჭრილობების მკურნალობისას გამოიყენება მალამოიანი ნახვევი. 

თუთიის მალამო ბავშვებში გამოიყენება პროფილაქტიკისთვის დაოდვილობის თავიდან ასაცილებლად, როცა სხეულის დიდი ნაწილი შეხებაშია სველ თეთრეულან.

აკნეს მკურნალობისა და პროფილაქტიკისას ,,თუთიის მალამო”-ს ეფექტურობა იზრდება ერითრომიცინის მალამოსთან კომბინაციაში გამოყენებისას.

Contraindication: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.   

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

Overdose: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

Special instructions: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას!

Issuance procedure: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ. 

Dosage form: 25გ მალამო ალუმინის ტუბში. 

Expiration date: 2 წელი.

Storage conditions: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°c ტემპერატურის პირობებში.  

მწარმოებელი:  შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’. 

თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.

ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46, 259-57-90

Reviews (0)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “თუთიის მალამო ნეო 25 გ”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.