Parapharmaceutical product
მრავალძარღვას ტაბლეტები
TABLETS OF PLANTAGO MAJOR
Instructions for use
Pharmacological group: კომბინირებული მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
Dosage form: ტაბლეტები.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: 250 მგ მრავალძარღვას კომბინირებული მშრალი ექსტრაქტი (მზადდება 2 წილი მრავალძარღვას ფოთლების, 2 წილი ბალბას ბალახის და 1 წილი ქერიფქლას ბალახის საფუძველზე);
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის ფუძეკარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პოლი- და მონოსაქარიდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.
Pharmacological action:
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას. პრეპარატს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, მსუბუქი სედაციური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალოიდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. მშრალი ხველა, ხველება თამბაქოს მწეველებში.
Side effects: ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად. მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
Effect on the ability to drive vehicles and operate machinery: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია კომბინირებულად, დღისით – ამოსახველებელი და საღამოს – ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების მონაცვლეობით მიღება (სრულყოფილი ძილისათვის).
Special instructions: პრეპარატი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
Overdose: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
Dosage form:
პირველადი შეფუთვა:10 ტაბლეტი ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში.
Expiration date: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
Storage conditions:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
Georgia. Tbilisi. D. Aghmashenebeli Alley, 12th km.
Tel/Fax: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

Reviews
There are no reviews yet.