Instructions for use
ნეოიმუნი
NEOIMUNI
Parapharmaceutical product
Dosage form: სიროფი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ზოგადი მატონიზირებელი საშუალება.
შემადგენლობა: (100მლ-ზე)
აქტიური სუბსტანციები: კრაზანას ბალახი (Hypericum perforatum) – 11,2გ, სინამაქის ფოთლები (Cassia acutifolia) – 7,4გ, ასკილის ნაყოფები (Rosa cinnamomea) – 7,4გ, წითელი ჭარხლის ბოლქვები (Beta Vulgaris) -11,2გ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ლიმონის ზეთი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, კალიუმის სორბატი, წყალი.
ნეოიმუნის სიროფი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ჰიპერიცინი, ფსევდოჰიპერიცინი, გლუკო-ალოე-ემოდინი, გლუკორეინი), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი, იზორამნეტინი, კემპფეროლი), ვიტამინებს (C, B1, B2, P, PP, K, E), კაროტინოიდებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), ცხიმოვან ზეთებს, პექტინურ ნივთიერებებს.
Pharmacological action: ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებს ანტისხეულების გამომმუშავებელი უჯრედების გენერაციის პროცესს და ანტისხეულების პროდუქციას. აქვს იმუნომაკორეგირებელი თვისება იმუნოდეპრესიის სხვადასხვა მოდელების, მათ შორის ე.წ. “ეკოლოგიური იმუნოდეფიციტის” დროს, რაც განაპირობებს ამ პრეპარატის, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენების მიზანშეწონილობას ჰუმორალური იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (გრიპი, პნევმონია, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი და სხვ.) დროს;
· პოსტოპერაციული პერიოდის დროს;
· ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას;
· გამოფიტვის დროს უძილობისა და ფსიქო-ემოციური სტრესების ფონზე;
· არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მოქმედების დროს;
· ზოგადი საერთო სისუსტის დროს.
Contraindication: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ. დასაშვებია სიროფის გახსნა მცირე რაოდენობით წყალში.
მოზრდილებში: 5-10 მლ სიროფი (1 – 2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1_დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი (1/2 ჩაის კოვზი) 1-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3_დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 1-ჯერ დღეში ან 2,5მლ სიროფი (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6_დან 10 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 10_დან 14 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მკურნალობის კურსის განმეორება 2 კვირიანი შესვენების შემდეგ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
Side effects: ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის შესწავლილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ ახდენს ზემოქმედებას.
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზემოქმედებას.
Overdose: No cases of overdose have been reported.
Dosage form:
პირველადი შეფუთვა: 100 მლ სიროფი მუქი ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
Issuance procedure: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Storage conditions: ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
Georgia, Tbilisi, David Agmashenebeli Avenue, 12th km.
Tel./Fax: +995 (032) 259-57-90, 259-64-46
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

Reviews
There are no reviews yet.