Detailed description:
ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება
წამლის ფორმა: მალამო.
Pharmacological group: ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
აღწერილობა: მოყვითალო-მოყავისფრო, დინდგელის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე, წყალში უხსნადი მალამო.
შემადგენლობა:
დამზადებულია დინდგელის საფუძველზე (20%).
დამხმარე ნივთიერებები: თაფლის სანთელი, ვაზელინი, მზესუმზირას ზეთი;
Pharmacological action:
ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ჩვენება:
ფურუნკულოზი, დამწვრობა, ჩირქოვანი ჭრილობები, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარები, ნეიროდერმიტები, ტროფიკული წყლული, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი, პაროდონტოზი), სოკოვანი დაავადებები, პროქტიტი, ვაგინიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზიები.
მიღების წესი და დოზირება:
კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებების დროს დინდგელის მალამოს წასმა ან დატანა დაზიანებულ უბნებზე უნდა განხორციელდეს საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხასიათზე და დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
Contraindication:
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
• მწვავე ეგზემა.
Side effects:
დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
Overdose: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
Special instructions: ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, მალამო უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით. აპლიკაციების სახით პირის ღრუში გამოყენებისას მალამოს გადაყლაპვა არ არის რეკომენდებული, თუმცა ეს არ არის საზიანო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
Dosage form: 25გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
Issuance procedure: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Expiration date: 3 წელი.
Storage conditions: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

Reviews
There are no reviews yet.