სენადექსინი-ნეო 70მგ N10 ტაბ

0.65

Categories: ,
Description
Detailed description:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება.

Parapharmaceutical product

ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:  А და B სენოზიდები (Sennosides A and B).

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი: სინამაქის (Cassia acutifolia) ფოთლების ექსტრაქტი (შეიცავს 20% A და B სენოზიდების კალციუმის მარილებს) —  0,07გ.

არააქტიური ინგრედიენტები: ლაქტოზა, სახამებელი (სიმინდის და კარტოფილის), პოვიდონი, ვანილინი, მეთილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.

პარასამკურნალო საშუალება მზადდება სინამაქის (ალექსანდრიული ფოთოლი) ფოთლების (Cassia angustifolia Vahl.; Cassia acutifolia Del.; ojaxi – Fabaceae) საფუძველზე. 

მცენარის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს: A და B სენოზიდებს და სხვა ანტრაცენწარმოებულებს: რეინს, ალოე-ემოდინს; ფლავონურ გლიკოზიდებს – იზორამნეტინს, კემპფეროლს, კემპფერინს, ორგანულ მჟავებს (ლინოლის, სტეარინის, პალმიტინის და სხვ.), ფიტოსტერინს, ფიტოსტეროლინს, პოლისაქარიდებს და ალკალოიდების კვალს.               

Pharmacological action: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება (სინამაქის ფოთლების ანტრაგლიგოზიდების ჯამი) იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას, მისი ნორმალური მუშაობის რიტმის აღდგენას. ხელს არ უშლის საჭმლის მონელებას. 

პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.

Indications: შეკრულობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია, მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება, მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მშობიარობის შემდეგ). 

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით – 1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 2-3 ტაბლეტამდე ერთ მიღებაზე. 

1-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ერთი მესამედი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ;

Contraindications: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიური კოლიტი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა. 

ყურადღება: სიფრთხილით ინიშნება – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ღვიძლის და/ან თირკმლების უკმარისობისას; ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

Side effects: პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი. დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება გაძლიერებული აირწარმოქმნა ნაწლავებში და ფაღარათი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. 

Special instructions: პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-იისფერი. ამან არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება: რადგან შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. 

ურთიერთქმედება სხვა პეპარატებთან: ხელს უშლის ტეტრაციკლინების აბსორბციას.

Dosage form: 10 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერზე. 

Issuance procedure: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Storage conditions: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

Expiration date: 3 წელი.

Reviews (0)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “სენადექსინი-ნეო 70მგ N10 ტაბ”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.