ვენოლგელი 35გრ გელი ტუბში

41.00

Categories: ,
Description
Detailed description:

Dosage form: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.  

ATC Code: C05CX 
Pharmacological group: ვაზოპროტექტორები, კაპილარული ქსელის სხვა სტაბილიზატორები.
გელის შემადგენლობა: 
აქტიური ნივთიერებები: ცხენისწაბლას (Aesculus hippocastanum) ექსტრაქტი (Horse Chestnut extract)  – 2გ (20% ესცინის შემცველობით); ძიძოს (Melilotus officinalis) ექსტრაქტი (sweet clover extract) – 0,04გ; აზიური ცენტელას (Centella asiatica) ექსტრაქტი (Gotu Kola Extract) – 0,04გ. 
დამხმარე სუბსტანციები: დიმექსიდი, ნატრიუმის ბენზოატი, კარბომერი, პიტნის ზეთი, მენთოლი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.  
ფარმაკოლოგიური თვისებები: ,,ვენოლგელი’’-ს ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი 3 ექსტრაქტის კომბინირება, რომლებიც ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას და განსაზღვრავენ კომპლექსურ: ვენოტონურ, ანგიოპროტექტორულ, შეშუპების საწინააღმდეგო, გამაუტკივარებელ (ანალგეზურ)  ეფექტს.
ცხენისწაბლას ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური მოქმედება დაკავშირებულია მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების – ესცინის შემცველობასთან, რომელსაც აქვს გამოხატული ვენოტონური მოქმედება. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას. ამავე დროს, ამცირებს კაპილარების კედლების განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ესკულინი ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბოზულ აქტივობას, სისხლძარღვების რეტიკულოენდოთელიალურ სისტემაში ზრდის ანტითრომბინის გამომუშავებას. ესცინი ამცირებს სისხლის სიბლანტეს. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ანელებს სისხლის შედედების უნარს.
ძიძოს ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური მოქმედება დაკავშირებულია მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: კუმარინების (0,4-0,9%), კუმარინის მჟავის, დიკუმაროლის, მელილოტინის, ეთერზეთების შემცველობასთან. გარეგანი გამოყენების დროს ძიძოს ექსტრაქტს ახასიათებს ანტიკოაგუალაციური, ანტიკონვულსიური, ვენოპროტექტორული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. 
აზიური ცენტელას ექსტრაქტს აქვს ანგიოპროტექტული მოქმედება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და კაპილარების ტონუსს, გააჩნია ანტიექსუდაციური და კაპილარების განვლადობის შემამცირებელი მოქმედება. სისხლძარღვების განვლადობის შემცირება ხელს უშლის ცილოვანი მოლეკულების, ელექტროლიტების და წყლის გადასვლას მიმდებარე ქსოვილებში, რის შედეგადაც მცირდება ვენური უკმარისობის სიმპტომები: ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და ქავილი. აუმჯობესებს შემაერთებელი ქსოვილის ტროფიკას, უზრუნველყოფს მისი მთლიანობის შენარჩუნებას ვენების ელასტიკურობის გაუმჯობესების ხარჯზე. აზიური ცენტელა ასტიმულირებს მაკროფაგული ენზიმების პროტეოლიზურ აქტივობას, რითაც ახდენს ვენური უკმარისობის დროს შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციას.
Indications: 
• ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა; 
• სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები; 
• ბუასილი, ბუასილის პოსტოპერაციული პროფილაქტიკა, ბუასილის რეციდივების პროფილაქტიკა, ბუასილის პროფილაქტიკა შეკრულობის დროს;  
• პოსტოპერაციული შეშუპება;
• მასტექტომიის შემდგომი შეშუპება.  
Contraindication: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება.
Side effects: პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.  
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება გარეგანად. გელი უნდა დაიტანოთ პრობლემურ უბანზე და შეიზილოთ კანში, დღეში 2-3-ჯერ. გელის გამოყენება რეკომენდირებულია არანაკლებ 2-3 თვის განმავლობაში. 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის რეკომენდირებული ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენება. 
Overdose: მონაცემები არ მოიპოვება. 
Effect on the ability to drive vehicles and operate machinery: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
Storage conditions: ინახება არაუმეტეს 25˚C  ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Dosage form: 35გ გელი 

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
The medicinal product must not be used after the expiry date.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.
Georgia. Tbilisi. David Agmashenebeli Avenue, 12th km. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90. 

Reviews (0)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ვენოლგელი 35გრ გელი ტუბში”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shipping and Delivery

MAECENAS IACULIS

Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.

ADIPISCING CONVALLIS BULUM

  • Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
  • Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
  • Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.

Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.