Detailed description:
Dosage form: ნაყენი.
შემადგენლობა (50მლ-ზე):
ევკალიპტის ფოთლები (Folia Eucalypti) – 10გ;
ეთილის სპირტი 70% _ საკმარისი რაოდენობით 50მლ ნაყენის მისაღებად.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
აღწერილობა: მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისათვის დამახასიათებელი სუნით და მშუშხავი გემოთი.
შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.
Pharmacological action: აქვს ანთების საწინააღმდეგო, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ეშერიხიაზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზინტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.
ჩვენება:
• ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
• სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
• კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს: მიიღება პერორალურად 15-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში (წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში).
პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს: გამოსავლებად და ინჰალაციისთვის 10-15 წვეთი ნაყენი უნდა განზავდეს 1 ჭიქა თბილ წყალში.
მკურნალობის კურსი – 5-10 დღე.
Contraindication: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ეთილის სპირტის შემცველობის გამო პრეპარატის პერორალურად მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
Side effects: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
Effect on the ability to drive vehicles and operate machinery: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
Overdose: არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
Special instructions: პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
შეფუთვა: 50მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
Do not use the product after the expiration date or if defects are detected during visual inspection.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
Georgia. Tbilisi. David Agmashenebeli Avenue, 12th km.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46.
MAECENAS IACULIS
Vestibulum curae torquent diam diam commodo parturient penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse parturient a.Parturient in parturient scelerisque nibh lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendrerit et pharetra fames nunc natoque dui.
ADIPISCING CONVALLIS BULUM
- Vestibulum penatibus nunc dui adipiscing convallis bulum parturient suspendisse.
- Abitur parturient praesent lectus quam a natoque adipiscing a vestibulum hendre.
- Diam parturient dictumst parturient scelerisque nibh lectus.
Scelerisque adipiscing bibendum sem vestibulum et in a a a purus lectus faucibus lobortis tincidunt purus lectus nisl class eros.Condimentum a et ullamcorper dictumst mus et tristique elementum nam inceptos hac parturient scelerisque vestibulum amet elit ut volutpat.

Reviews
There are no reviews yet.